Sunday, November 12, 2017

ეროვნულ ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

117-ე საჯარო სკოლის ბაზაზე 2017 წლის24 ოქტომბერს ჩამოყალიბდა საგნობრივი ოლიმპიადის მოსამზადებელი ჯგუფი ინგლისურ ენაში. გაერთიანება შეუძლიათ X-XII კლასის მოსწავლეებს. მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ორჯერ ყოველ სამშაბათს და პარასკევს 2 საათზე (ექვსი გაკვეთილის შემდეგ). მსურველებს შეუძლიათ მიმართონ სოფიო ლაღიძეს.







ოლიმპიადის პროგრამა

    ეროვნულ ოლიმპიადაში წარმატების მიღწევის მიზნით მოსწავლეები გაიხსენებენ და შეისწავლიან შემდეგ საკითხებს. გრამატიკულ დროებს (Indefinite  tenses,  Perfect tenses and Continuous tenses). მოქმედებით და ვნებით გვარს, მზა ფრაზებს და მათ გამოყენებას წინადადებებში, ზედსართავ სახელს და მის ხარისხებს, წინდებულებს (დროის,ადგილის და მიმართულების),ზმნისზედას,პირობით წინადადებას(I__II__III),არტიკლს.
  ვავარჯიშებ ტექსტში/წინადადებაში გამოტოვებულ სივრცეში შესაბამისი სიტყვის ჩასმაზე,დაადგინონ წინადადებების მცდარობა და უტყუარობა მოცემული ტექსტის მიხედვით, ტექსტების დასათაურება და წაკითხული ტექსტიდან გამომდინარე კითხვებზე პასუხის გაცემა.
    შეისწავლიან ესეს წერის ტექნიკას,  მაორგანიზებლებს, როგორ დაალაგონ მოვლენების თანმიმდებრობა წერის დროს, ისწავლიან მართლწერის წესებს. 
    აგრეთვე ივარჯიშებენ მოსმენილი ტექსტის მიხედვით კითხვებზე პასუხის გაცამაზე, მოსმენილი ტექსტების მიხედვით პიროვნებების ამოცნობაზე და ა.შ.
სავარჯიშოებს შეასრულებენ სხვადასხვა სახელმძღვანელოდან (რესურსი):
  • დარეჯან გურასაშვილი- ეროვნული ოლილპიადისთვის მოსამზადებელი ტესტები 
  • დარეჯან გურასაშვილი- IX- XI 
  • მაკა და ეკა ზამბახიძე- აბიტურიენტთა მოსამზადებელი ტესტები
  • ეროვნული ოლილპიადის ტესტის ნიმუშები- ( 2015-16 / 2016-17)



No comments:

Post a Comment